USAID-ის პროგრამა

USAID-ი ძლიერი სოფლის პროგრამას იწყებს. ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 90-ზე მეტი თემის დაფინანსებას გააძლიერებს, ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა გამოცადოს თავი ყველა სექტორში. პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი აშშ დოლარია. პრეზენტაცია დღეს გორში, „ვილა პარკ გორში“ შედგა. ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მიმართულებით, ერინ მაქიი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა.