დღევანდელი ტრაგედიის შემდეგ გაზგამათბობლების და წყლის გამაცხელებლების უსაფრთხოების საკითხი კიდევ ერთხელ აქტიურდება.
სტატისტიკური მონაცემებით, იანვრიდან დღემდე გაზის გაჟონვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
ყაზტრანსგაზის სპეციალისტებს წელიწადში ერთხელ აბონენტების შემოწმებას კანონი ავალდებულებს, თუმცა მოქალაქეებს მათი გამოძახება და გამათბობლების მონიტორინგი ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
როგორც გაზგამანაწილებელ კომპანიაში განმარტავენ, არასწორად დამონტაჟებული სისტემის დემონტაჟის შემდეგ ხშირია ფაქტები, როდესაც მომხმარებლები გამათბობლებს ისევ კუსტარულად ამონტაჟებენ.