უსაფრთხოების ზომები ევროპაში

საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, საშობაო მესაზე დასწრების მსურველებს ტაძარში შესვლამდე შეამოწმებენ. ძალოვან უწყებაში არ აკონკრეტებენ, აქვთ თუ არა ინფორმაცია კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის მზადების შესახებ. თუმცა მანამდე გერმანულმა გამოცემა გაავრცელა ცნობა, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ. გერმანიის მსგავსად, საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ავსტრიასა და ესპანეთშიც.