ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები

ქვეყანა ახალი შეზღუდვების პირობებში განაგრძობს ცხოვრებას. გადაადგილება შეზღუდულია 21 საათიდან დილის 5 საათამდე. გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო, ჰიგიენის და სააფთიაქო ქსელებისა. კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისის ფარგლებში მუშაობენ. თბილისი, ქუთაისი ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, თელავი, რუსთავი, – ამ 8 დიდ ქალაქში და ქალაქებს შორის მიმოსვლა მხოლოდ პირადი მანქანით ან ტაქსით არის შესაძლებელი. თუმცა მხოლოდ განსაზღვრული დროით. დაიხურა  ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. იკრძალება ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება – აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.  ასევე მუშაობა შეწყვიტეს სპორტულმა, სახელოვნებო, კულტურის წრეებმა და სტუდიებმა.