ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე, შტატებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება – დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. ქალაქში უსაფრთხოებას პოლიციასთან ერთად, ეროვნული გვარდიის დანაყოფები უზრუნველყოფს. სპეცსამსახურები ვაშინგტონსა და შტატების სხვა ქალაქებში, უახლოეს დღეებში, საპროტესტო გამოსვლებსა და არეულობებს არ გამორიცხავენ.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირაა დარჩენილი, დემოკრატები კონგრესში მისი დაუყოვნებლივ გადაყენების ძალისხმევას მიმართავენ. დღეს წარმომადგენელთა პალატაში კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედების შესახებ რეზოლუციას უნდა უყარონ კენჭი, რომელიც ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენს პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაბარებისკენ მოუწოდებს, თუმცა როგორც მოსალოდნელია, პენსი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს. ამიტომ ხვალ კონგრესის ქვედა პალატაში იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრიან.

ქეთი ჩოხელი დეტალებით.