განცხადება გამოცდების ეროვნულ ცენტრში

ცხრა აბიტურიენტს, რომელიც საგამოცდო სექტორში კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. სოფო გორგოძის თქმით, აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მიღებული უსაფრთხოების ზომები ეფექტიანად მუშაობს. რაც შეეხება აღნიშნული აბიტურიენტების გამოცდაში მონაწილეობის უფლებას, გორგოძე ამბობს, რომ ისინი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით, ჩვეულებრივ გააგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით   ტემპერატურა ხუთ აბიტურიენტს დაუფიქსირდა, მათ მომდევნო გამოცდაზე მოუწევთ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა. ისინი მხოლოდ ამის შემდეგ   დაიშვებიან გამოცდაზე.