უსაფრთხოების ზომები

15:16, 07.11.2020

საპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მონიტორინგს აგრძელებს. პატრულ-ინსპექტორები მობილიზებული არიან თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან და მოქმედი წესების დაცვასა და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ.

გარდა ამისა, სამართალდამცველები პატრულირებას ახდენენ დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.

მსგავსი