უსაფრთხოების  სამსახურის ანგარიში

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს.

დეპუტატები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის მთავარ გამოწვევებს ვერ უმკლავდება. განცხადებები პარლამენტში გაკეთდა, სადაც დღეს საკუთარი ანგარიში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა წარადგინა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა, ჰიბრიდული ომი და ქვეყანაში გააქტიურებული უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები სუსის ანგარიშით ქვეყნის მთავარი გამოწვევებია. ანგარიშის დეტალები კანონმდებლებს ვახტანგ გომელაურმა გააცნო, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. ოპოზიციის კრიტიკა უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებამაც გამოიწვია.

„ქართულ ოცნებაში“ უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას დადებითად აფასებენ.

ქუთაისში შორენა ხვიჩია მუშაობს.