თბილისი-ვენის რეისი ავარიული დაშვებიდან 45 წუთში შესრულდა. „ჯორჯიან ეარვეისში“ განმარტავენ, რომ შეფერხების მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა, რის გამოც, პილოტი იძულებული იყო, ორი საათის განმავლობაში თბილისის თავზე ეფრინა, იმისათვის, რომ დაშვებამდე საწვავის ავზი დაეცალა. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, თვითმფრინავი, პროტოკოლის შესაბამისად აფრენამდეც შემოწმდა, თუმცა ხარვეზი ხომალდის აფრენის შემდეგ დაფიქსირდა. ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. მფრინავებმა თემურ თოლომაშვილმა და გიორგი გიუნაშვილმა თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმა შეძლეს.
თემურ თოლომაშვილი დღეს პირველი არხის გადაცემა „ახალ დღეში“ იმყოფებოდა.
პილოტი თემურ თოლომაშვილი – 35 წელია, მფრინავი ვარ, ასეთი შემთხვევა არ მქონია