ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა 190-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 290-ზე მეტ კომპანიას სანქციები დაუწესა. დასანქცირებულ პირებს შორის მოხვდა რუსეთის 189 მოქალაქე, ორი ბელარუსი და ერთი ქართველი, ასევე ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი. სანქციები დაუწესდა რუსულ კომპანიებს, რამდენიმე ბელარუსულ კომპანიასა და „ჯორჯიან ეარვეისსაც“.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „მოამბე“ ამ დრომდე ცდილობს „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტისგან პასუხის მიღებას, თუმცა თამაზ გაიაშვილთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.