ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აირზენას“ სანქციები დაუწესა - გამოხმაურება

კომპანია „აირზენას“ დამფუძნებელთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტის სანქციები შეეხო 190-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 290-ზე მეტ კომპანიას. დასანქცირებულ პირებს შორის მოხვდა რუსეთის 189 მოქალაქე, ორი ბელარუსი და ერთი ქართველი – თამაზ გაიაშვილი. სანქციები აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს. ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას დღეს ოპოზიციასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.