თამაზ გაიაშვილის განცხადება

თამაზ გაიაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პასუხობს. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის დასანქცირება, თავად გაიაშვილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, მისივე თქმით, გაკვირვებულია ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ორკესტრირებული სიხარულით. საკუთარ განცხადებაში გაიშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით, ახლა ოპოზიცია ყველაფერზე მიდის და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც ახერხებენ. „აირზენას“ დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, საქართველოს მთავრობის მყისიერი პასუხი მოჰყვება.