პოლიტიკური განცხადებები და ურთიერთბრალდებები მოყვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჭიდაობის ფედერაციაში არსებული ვითარების განხილვას.
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის სახელით ზურა დათუნაშვილის მიმართ თანადგომის გამოხატვა მოითხოვა.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავების რეაგირება უკვე მოყვა, სპორტული ფედერაციების საქმიანობაში კი ხელისუფლება არ ერევა.