ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს. მას მხარი დაუჭირა 401-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 284 დეპუტატი, 15-მა კი თავი შეიკავა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ზოგიერთი საკითხის გამო, ურსულა ფონ დერ ლაიენს ამ არჩევნებზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ერთ-ერთი იყო გამჭვირვალობის ნაკლებობა „კოვიდ-19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებულ გარიგებებთან დაკავშირებით. ამასთან, 16 ივლისს ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს რობერტა მეცოლა.