თბილისის მერმა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს სრულდება გზაგამტარის მშენებლობა. უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარს შეადგენს და მისი მშენებლობა 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება.