უნივერსიტეტის ქუჩა დღეიდან გაიხსნა

უნივერსიტეტის ქუჩა დღეიდან გაიხსნა, ტრანსპორტის მოძრაობა უკვე ორმხრივად შესაძლებელია. სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. გზაზე რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა და მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი. ასევე დამონტაჟდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები. უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეაბილიტირებული ქუჩა დღეს თბილისის მერმა მოინახულა.