უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი ოთხი თვით გადაიკეტა
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი, რეაბილიტაციის მიზნით, ოთხი თვით გადაიკეტა.
აღდგენითი სამუშაოების გამო, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბაგების საერთო საცხოვრებლიდან მაღლივ კორპუსამდე ავტობუსები დაინიშნა, რომლებიც სამუშაოების დასრულებამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მუნიციპალური ტრანსპორტი 10-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება.
სამუშაოების ღირებულება ნახევარზე მეტი მილიონი ლარია.