იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი იგეგმება

ექსპერტიზით დადგენილი მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამო, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი იგეგმება – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთების შემდეგ, საფეხმავლო ხიდმა ფუნქცია დაკარგა, ამიტომ თბილისის მერიაში ხიდისთვის რეაბილიტაციის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ხიდის განახლება დიდ ფინანსურ რესურს საჭიროებს.