„ჟურნალისტური განათლება დღეს და ხვალ“

„ჟურნალისტური განათლება დღეს და ხვალ“- დისკუსია ამ სახელწოდებით, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრა იმ პრობლემებს, გამოწვევებს, რეალობასა და პერსპექტივებს მიეძღვნა, რომელიც თანამედროვე ჟურნალისტური განათლების წინაშე დგას.  ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მედიაბაზარზე მოთხოვნების შესაბამისობაზე, ჟურნალისტური განათლების შინაარსზე, ფორმებსა და მეთოდებზე. დისკუსიაში სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტური ფაკულტეტებისა და სკოლების პროფესორები და პროგრამების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.