მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები დააჯილდოეს. უნივერსიტეტის მედალი შვიდ მეცნიერს გადაეცა. მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 2015 წლის დეკემბერში მიღებული გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად აღინიშნება.