უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის უკან კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის უკან, მიხეილ შავიშვილის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები კომპანია „ემ კვადრატის“ მიერ, მათი საცხოვრისის წინ არსებულ სარეკრეაციო ზონაში, კორპუსების დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ კორპუსის ჩადგმის შემთხვევაში, ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები განადგურდება.