„უნიკალური ქართული გემო“ – საახალწლო თემატიკაზე, დედაენის ბაღში აგრობაზარი მოეწყო. მისი მიზანი, მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარება და პოპულარიზაციაა. ღონისძიებაზე საკუთარი პროდუქტი საქართველოს 8 რეგიონიდან 50-ზე მეტმა ფერმერმა წარმოადგინა. მონაწილე მეწარმეებს საპატიო სიგელები გადაეცათ.