საქართველოში დასაქმების პრობლემა ყველაზე მწვავედ თბილისში დგას. ასეთია საქსტატის ოფიციალური მონაცემი, რომლის მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი 2017 წელს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა.
კვლევა განსხვავებული მეთოდოლოგიით არის ჩატარებული და აჩვენებს, რომ 2009 წლის შემდეგ უმუშევართა სტატისტიკა ყოველწლიურად მცირდება. თუმცა უმუშევართა მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. ასევე, დიდია თვითდასაქმებულთა წილიც.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა ციფრებმა არაერთგვაროვანი პოლიტიკური შეფასებები გამოიწვია.