საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, ხოლო ყველაზე დაბალი გურიასა და სამცხე-ჯავახეთში
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, ხოლო ყველაზე დაბალი გურიასა და სამცხე-ჯავახეთში

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია  და 2017 წელს ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტით გაიზარდა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, უმუშევრობის დონის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია რეგიონებში, მათ შორის აჭარასა და სამეგრელოში.

მისივე თქმით, ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონე გურიასა და სამცხე-ჯავახეთშია.

“2017 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 0.1% პუნქტით შემცირდა და 13,9 % შეადგინა. საქსტატის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონე კვლავ ნარჩუნდება. 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.9 % შეადგინა და 2016 წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა შემცირებული – 0.1%.
ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზე გვაქვს დაქირავებულთა რაოდენობის წილის ზრდა, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შემცირება. უმუშევრობის დონე შედარებით მაღალია ქალაქდასახლებაში, დაახლოებით, 22.8% ფარგლებში, ხოლო სოფლად 5.1% ფარგლებში, რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, 15-დან 24 წლამდე ასაკში შედარებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ხოლო 65 წლის ზემოთ უმუშევრობის დონის შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სახეზე”,- განაცხადა თოდრაძემ.