საქსტატი - 2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა გაიზარდა
საქსტატი - 2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა საქართველოში 0.1 პროცენტით გაიზარდა და 14 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აღნიშნულს წლის დასაწყისში, ტრადიციულად დაბალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებს.

„ზოგადად, ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ დაბალია პირველ კვარტალში და ის ხასიათდება უმუშევრობის შედარებით მაღალი დონით. ჩემი სუბიექტური შეფასებით, წლის განმავლობაში შესაძლოა უფრო დაბალ მაჩვენებელს ველოდოთ“, – აღნიშნა თოდრაძემ.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს დასაქმებულთა რიცხვი 1,706 მილიონ ადამიანს შეადგენდა, 2018 წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 1,666 მილიონამდე შემცირდა.

ამასთან, კლება დაფიქსირდა ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაშიც.