უმუშევრობის დონე 4 %-ით შემცირდა და 18.1 %-ია. ეს 2022 წლის მე-2 კვარტლის მონაცემია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საერთო ჯამში, ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა 63 ათასი კაცით შემცირდა და 282 ათასს გაუტოლდა. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება. გაიზარდა, როგორც დაქირავებით, ასევე თვითდასაქმებული ადამიანების რაოდენობა.