ხელისუფლება მზადაა, თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე ევროპარლამენტის მისიას ყველა დოკუმენტი და მასალა მიაწოდოს.
აღნიშნულ ინიციატივას პარტია „ევროპულ საქართველოში“ პოპულიზმს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია. უმრავლესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი კომისიის მოკვლევის შედეგები პოლიტიკურ სპეკულაციებს დაასრულებს.