უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელთათვის კონსულტაციები ტარდება.

შეხვდრები იმ უნივერსიტეტებთან იმართება, რომლებსაც 2018 წელს განახლებული, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტებით უწევთ ავტორიზაციის გავლა. მსგავსი შეხვედრები და კონსულტაციები უმაღლეს სასწავლებლებს ხარვეზების აღმოფხვრასა და განათლების ხარისხის განვითარებაში ეხმარება.