უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის დიალოგი უკვე დამყარებულია, იწყება შეხვედრის მომზადება. მისი თქმით, ზელენსკი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელიც ტრამპს ესაუბრა.