დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

21:49, 15.11.2024

როგორი იქნება ამერიკის ახალი პრეზიდენტის საშინაო და საგარეო პოლიტიკა – გარკვეული პროგნოზების გაკეთება უკვე შესაძლებელია იმ კანდიდატების მიდგომების გათვალისწინებით, რომლებიც დონალდ ტრამპმა მომავალ ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე უკვე წარადგინა.

კაბინეტის დაკომპლექტების პროცესი გრძელდება. მთავარი ყურადღება სახელმწიფო მდივნის კანდიდატურისკენაა მიმართული, რომელიც უკვე დასახელებულია. უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების მთავარი მიმართულება იყო. ახლა ყველა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ტრამპისეული ხედვის წარდგენას და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

მსგავსი