უკრაინის პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ვლადიმირ ზელინსკიმ დღეს მოსახლეობის წინაშე ფიცი დადო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან ერთად ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.
გავერთიანდეთ და შეუძლებელი შევძლოთ, – ამ ლოზუნგით იწყებს ქვეყნის მართვას ყოფილი შოუმენი და მსახიობი, რომელმაც უკვე მოითხოვა თავდაცვის მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და გენერალური პროკურორის გადადგომა. ოთხშაბათს პოსტს პრემიერიც დატოვებს.
ზელენსკის გეგმაში უკრაინის მერვე მოწვევის რადას დათხოვნაცაა.