ზელენსკის ულტიმატუმი - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს და მუქარას თბილისში კრიტიკით პასუხობენ. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. უკვე მეორე დღეა, საკითხზე შეფასებები არ წყდება. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სიტუაციის დასასტაბილურებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. საუბარია უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ზელენსკის გადაწყვეტილებით, საქართველოს ელჩმა უკრაინა უნდა დატოვოს და თბილისში კონსულტაციები გამართოს.