უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა, სადაც დიდი შვიდეულის სამიტს შეუერთდა. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერების განხილვის მთავარი თემაა ურთიერთობები პეკინთან და რუსეთის ომი უკრაინაში.
ზელენსკის ჰიროსიმაში დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. არსებული ცნობებით, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს.
სამიტის პირველ დღეს დიდი შვიდეულის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ, ასევე უკრაინას ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას დაპირდნენ.