უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით, პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები გაიმართება. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

ოპოზიციამ ბიუროს სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე უახლოეს 24 საათში ფრაქციებს შორის კონსულტაციები გაიმართება, რადგან საჭიროა შეთანხმება რეზოლუციის ფორმაზე.