უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - მსვლელობა თბილისში

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამოეხმაურნენ თბილისშიც. უკრაინულმა სახლმა სხვადასხვა აქტივობას უმასპინძლა. შევჩენკოს ძეგლიდან პარლამენტამდე გაიმართა მსვლელობა. მოგვიანებით დაგეგმილია საქველმოქმედო საღამოც. შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება ნინო ქათამაძის ფონდში და უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს მოხმარდება.