უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მოეწყო. „არ შევეგუებით, გავიმარჯვებთ“ – ამ ლოზუნგით, მოქალაქეები უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტთან შეიკრიბნენ, სადაც მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან მივიდნენ. აქცია საქართველოში ჩამოსული უკრაინელების ინიციატივით ჩატარდა. უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სოლიდარობის აქციაზე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, თავისუფლებისთვის უკრაინელების ბრძოლა სამაგალითოა.