აქცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დიდი ქალაქების ჰიპერმარკეტებში პრომოაქცია ჩატარდება – მისი მიზანია, ქვეყნის მთავარი ქალაქების ქსელებში უკრაინული პროდუქციის პოპულარიზაცია. უკრაინული საქონლის შეძენასა და შემოწირულების გაკეთებაზე უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ისაუბრა. დისტრიბუტორებს მან რთულ ლოჯისტიკურ პირობებში ქართულ ბაზარზე ხარისხიანი უკრაინული პროდუქციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.