რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დუბლინში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები: გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ. ანტონიუ კოშტას თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.
როგორც თავად აღნიშნა, მოლაპარაკებებში ევროკავშირის პრინციპები და პოზიციები კარგად არის ცნობილი, ევროპული გუნდი კი ერთიანობასა და მჭიდრო კოორდინაციას შეინარჩუნებს.