საქველმოქმედო ღონისძიება

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს თბილისში საქველმოქმედო ღონისძიებაც ჩატარდა. მოეწყო უკრაინელი სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ გადაღებული ფილმების პრემიერა. ოთხი მოკლემეტრაჟიანი და ერთი დოკუმენტური ფილმი ორგანიზაცია „იელოუ ბასის“ დახმარებით 2017-2018 წლებში მომზადდა. ღონისძიება, რომელზე დასასწრებად ფილმების ავტორები საქართველოში ჩამოვიდნენ, არტ-ტენტისა და ჰოლოსეუმის მხარდაჭერით ჩატარდა. როდესაც დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალები ადამიანებს ხოცავდნენ, სისასტიკეს სჩადიოდნენ და შენობებს ანადგურებდნენ, დღეს წარმოდგენილი ფილმების ავტორები სკოლაში სწავლობდნენ. სწორედ მათი თვალით დანახული რეალობაა ფილმების მთავარი სიუჟეტური ხაზი.