მთავრობის გადაწყვეტილებითა და სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დაწყებული კამპანიის, „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში, ერთ-ერთ სასტუმროში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია გადაეცათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით ამ სასტუმროში უკრაინის ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოში 23 თებერვლამდე იყვნენ ჩამოსული და სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს. ამ ეტაპზე სახელმწიფოს დაფინანსებით საცხოვრებლით 300-მდე უკრაინელი ტურისტია უზრუნველყოფილი.