10 უკრაინელი ბავშვი მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში აგრძელებს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. კლინიკაში ამ დრომდე რჩება ბავშვების დედა, რომელიც ინტერვიუზე უარს ამბობს.
შეგახსენებთ, რომ ბავშვები მწვავე ინტოქსიკაციით ზუგდიდის რეფერალური კლინიკიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. უკრაინელი ბავშვების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.
ქალი ტრეფიკინგის ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.