ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს ქართული სკოლები და ბაღები იღებენ.
ბოლო მონაცემებით, დედაქალაქსა და რეგიონებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებში უკვე 58 უკრაინელი ბავშვი ჩარიცხეს. საომარი მოქმედებების გამო დევნილად ქცეული მოქალაქეების ჩარიცხვა გამარტივებული წესით ხდება. საჭიროა მხოლოდ შესაბამისი განაცხადების შევსება და სკოლისთვის მიმართვა. უკრაინელ ბავშვებს ქართველ თანატოლებთან და ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ უჭირთ. ისინი სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში სხვადასხვა დახმარებასაც იღებენ.
მარიამ სეთურიძე ესაუბრა დღეს იმ ადამიანებს, რომლებიც 24 თებერვლის დილის შემდეგ სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ.