თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა

თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა. საოფისე და სათემო სივრცე ხელს შეუწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას. ის ღიაა ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.

უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. ასევე გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.