დახმარება უკრაინის მოქალაქეებს

ბათუმში მცხოვრებ 500-მდე უკრაინელ ოჯახს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი დაეხმარება. დღეს სპეციალური პროექტის პრეზენტაცია ქსელების აღმასრულებელმა დირექტორმა გამართა. დეტალებზე უშუალოდ უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ისაუბრეს. პროექტი ითვალისწინებს დახმარებას არა მარტო სოციალური და მატერიალური კუთხით, არამედ ადგილობრივ გარემოსთან ომის ადაპტაციის, მიმართულებითაც.
შეხვედრას აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება და მთელ საქართველოს მოიცავს.

დატოვე კომენტარი