უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ საელჩო საკითხზე ინფორმირებულია და მალე შესაბამისი პროცედურები განხორციელდება. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი 32 წლის ჯონი ოდიშვილია, რომელიც ბახმუტთან ბრძოლისას დაიღუპა, ის შიდა ქართლიდან, სოფელ ტყვიავიდან არის. მისი ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს და საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ. ჯონი ოდიშვილი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.