უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი მძიმედ აისახა რუსეთის ეკონომიკაზე.
ქვეყნისთვის მიყენებული ფინანსური ზარალი მილიარდობით დოლარს შეადგენს. რუბლი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. საფონდო ბირჟებზე რუსეთის მსხვილი ფინანსური კომპანიების აქციები ეცემა. კიდევ უფრო მძიმეა პროგნოზები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონის და ევროპის მიერ დაგეგმილი ახალი სასანქციო პაკეტები რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, თუმცა სადამსჯელო ზომებს ნეგატიური ეფექტი ექნება მთელ რეგიონზე, მათ შორის საქართველოზეც.