უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. დაღუპულის ჩამოსვენებას ისინი მუხლმოდრეკილი და სანთლებით ხელში დახვდნენ. მისი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში იმართება.