უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის გადმოასვენებენ უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ცხედრებს. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა. დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ირპენში დაიღუპნენ, როდესაც ოკუპანტებმა რაკეტა ჩამოაგდეს. გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა, რომელიც უკრაინაში 2013 წლიდან იმყოფებოდა. დაღუპულთა გადმოსვენებას სამშობლოში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.