საქართველოში, აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ევროპული ტესტირების კვირეული იმართება.
მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, თბილისში და რეგიონებში, აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე უფასო ტესტირებას არასამთავრობო ორგანიზაციები ანხორციელებენ. მიზანი დავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენაა.
უფასო ტესტირება დღეს თბილისსა და რუსთავში იყო შესაძლებელი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მიმართვიანობა დაბალი იყო. საზოგადოებას ისინი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. საქართველო ევროპის ტესტირების კვირეულში 2013 წლიდან არის ჩართული.