C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მსოფლიო აღიარება

ქართველი ექიმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.

C ჰეპატიტთან ბრძოლის პროცესში მიღებულ გამოცდილებას ქართველი სპეციალისტები უცხოელ კოლეგებს გაუზიარებენ. ამ მიზნით დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს ერთმანეთთან დააკავშირებს. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო. რვა წლის თავზე ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული. გეგმაა, რომ ორი წლის თავზე ქვეყანაში დაავადების საერთოდ აღმოფხვრა უნდა მოხდეს.